LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღირს თუ არა სამომავლოდ მოგზაურობის დაგეგმვა, ან ბილეთების ნაადრევად შეძენა – როგორია სპეციალისტების პროგნოზი

644
iStock-1124688501

კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო ფრენების შეწყვეტა გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად ამისა ბევრი ავიაკომპანია არ ნებდება და ბილეთების გაყიდვას აგრძელებს. ზოგიერთს საკმაოდ მიმზიდველი ფასებიც აქვს, ამიტომ საინტერესოა ღირს თუ არა გარისკვა და ბილეთის ფრენამდე რამდენიმე თვით ადრე შეძენა…

ტურისტული პორტალის The Points–ის გენერალურმა დირექტორმა ბრაიან კელიმ მომავლის მოგზაურობაზე ისაუბრა. სპეციალისტის აზრით, კორონავირუსის პანდემია ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. როდესაც საერთაშორისო ავიამიმოსვლა აღდგება, მომხმარებელთა მოლოდინები ერთი–ორად იქნება გაზრდილი.

„მომავლის ტურიზმი ძალიან შეიცვლება. ტურისტებს განსხვავებული მოლოდინები ექნებათ, მათ მოუნდებათ, რომ სასტუმროს ნომერს სრული დეზინფექცია ჩაუტარდეს, თვითმფრინავში ჩაჯდომისას კი ერთმანეთთან ახლოს ყოფნა აღარ მოუნდებათ. გაიზრდება დისტანცია, ჩასხდომის წინ სიცხის გაზომვაც ჩვეულებრივი მოვლენა გახდება“.

ექსპერტი თვლის, რომ ამიერიდან თვითმფრინავის სალონის დეზინფექცია, თუ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში პირბადეებისა და ხელთათმანების ტარება ნორმად იქცევა.

გარდა ამისა, კელიმ იმ ადამიანებსაც მიმართა, ვინც პანდემიის შემდგომი მოგზაურობის დაგეგმვა უკვე დაიწყო. „ამ დროში მოგზაურობას ნამდვილად ვერ გირჩევთ, თუმცა თუკი მაინც არ იშლით თქვენსას და გსურთ ბილეთი 3–6 თვით ადრე შეიძინოთ, ჯავშნის გაუქმების წესებს კარგად გაეცანით. გარდა ამისა, მოგზაურობის დაზღვევასაც თუ შეძლებთ, ურიგო არ იქნება.“ – სპეციალისტის აზრით, ჯერ–ჯერობით არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ თუნდაც 3–6 თვის შემდეგ დაგეგმილი ტური შესრულდება.

 

mazda magti 5g