LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღმერთი გფარავდეთ!”- სალომე ზურაბიშვილმა გაერთოს ასამბლეაზე ინგლისურად დაწყებული სიტყვა ქართულად დაასრულა

147
1569427460-ზურაბიშვილი-სალომე-444-1024x542

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა , გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები გააცნო, ისაუბრა ოკუპაციაზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

ასევე შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა ჯანდაცვა და  კლიმატის ცვლილებები.

მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვერაფერი ათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე, საუბარია ევრო და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. პრეზიდენტის თქმით, არჩეული კურსი და დასახულ გზაზე წინსვლა პასუხია ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების. ისევე, როგორც საქართველოს ღიაობა და ტოლერანტობა გამოიხატება იმ ფაქტით, რომ გასულ წელს ქვეყანამ მილიონ ნახევარ რუს ტურისტს უმასპინძლა და და არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ში ინგლისურად გამოვიდა, თუმცა სიტყვა ქართულად, ფრაზით “ღმერთი გფარავდეთ!” დაასრულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g