ნინი ქარსელაძე იუბილარია. მომღერალი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს, მათ შორის ოჯახის წევრებისგან.
ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღეა. მინდა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი იყო. ღმერთმა დაგლოცოს და მოგცეს ყველაფერი საუკეთესო. შენ იმსახურებ ყველაფერ კარგს და გექნება კიდეც. მიყვარხარ“.
„უბედნიერესი იყავი ძვირფასო“ – ხათუნა ჟორდანია ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეს ულოცავს
