ქვეყანაში არსებულმა ღორის გრიპის ვირუსმა ტურიზმის სექტორზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი წერს. ის ამბობს, რომ სასტუმროებში სტუმრების და ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა განახევრებულია.
“ყველას, ვინც საქართველოში სასტუმროების მაღალ ფასებს აკრიტიკებდა: შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, სასტუმროების ფასები იანვრის მეორე ნახევარში და თებერვალში თითქმის განახევრდა. ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობაც იგივენაირად განახევრებულია. ქვეყანაში იმდენი ვიხმაურეთ ღორის გრიპზე თვითონაც და რუსეთმა დიდი სიამოვნებით ხელი შეგვიწყო, რომ პოსტსაბჭოთა სივრცე თავს იკავებს ჩვენთან სტუმრობისგან.
ირანელები და არაბები ამაყად გავყარეთ. დიდად სხვა ქვეყნების ტურისტები ამ არასეზონზე ისედაც არ გვწყალობდნენ და ვუყუროთ ახლა ერთმანეთს და სტატისტიკას. იმედია ეს ზამთარი მალე გაივლის”, წერს ალავერდაშვილი facebook –ის საკუთარ გვერდზე.