LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ – ელდარ შენგელაიას გამო. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა კინემატოგრაფიაში და ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა“ – ირაკლი კობახიძე

115
ირაკლი კობახიძე ელდარ შენგელაია

ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას 92 წლის ასაკში გარდაცვალებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელდარ შენგელაიას სახით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს.

ელდარ შენგელაიას სახით, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რომლის ლეგენდარულმა ფილმებმა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „ცისფერი მთები“ და ა.შ. არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ, ზოგადად, ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი დატოვა.

როგორც ელდარ შენგელაიას გასაოცარი და ყველასთვის საყვარელი ფილმები, ისე ხსოვნა ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორზე სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის გულებსა და ქვეყნის ისტორიაში“, – წერს ირაკლი კობახიძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g