LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღუდუშაური: „სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები, რომელსაც ვიღებთ, რევოლუციურია – ბევრი წამყვანი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობაში ვერ ნახავთ იმდაგვარ სტანდარტს, რაც ჩვენ შემოგვაქვს“

111
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

დღეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მიერ, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მომზადებული კანონი სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ მომზადებული ცვლილებები „რევოლუციურია“. ამასთან, როგორც ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ისინი ვინც ამბობენ, რომ ცვლილებები ფუნდამენტური არ არის, ან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი არიან ან საკითხში ვერ ერკვევიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები, რომელსაც დღეს ვიღებთ, ეს არის მართლაც რევოლუციური და თამამად შეგვიძლია ეს ვთქვათ, რადგან ბევრი წამყვანი ევროპული ქვეყნის სასამართლოებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ვერ ნახავთ იმდაგვარ სტანდარტს, რაც შემოგვაქვს ჩვენ. როცა ვინმე ტალახს ისვრის, დააკონკრეტებინეთ, რას გულისხმობს რევოლუციური და ფუნდამენტური ცვლილებები. მათ არ აქვთ ხედვა, კომპეტენცია და საკმარისი არგუმენტები.

ჩვენ მივყვებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ის სრულად იქნება ასახული. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ცვლილებები არ არის ფუნდამენტური, ის ან ვერ ერკვევა საკითხში ან პოლიტიკურად ძალიან ანგაჟირებულია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები