LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რასაც გვარამია საუბრობდა მასზე, ჩავთვალოთ, რომ პრეზიდენტმა საკუთარ გადაწყვეტილებით დაადასტურა და აღიარა“ – ალუდა ღუდუშაური

146
Untitled design (2)

„რასაც გვარამია საუბრობდა მასზე, ჩავთვალოთ, რომ პრეზიდენტმა საკუთარ გადაწყვეტილებით დაადასტურა და აღიარა“, – ამის შესახებ განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ალუდა ღუდუშაური საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მისამართით აკეთებს, რომელმაც გუშინ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

ღუდუშაურის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ დარტყმას აყენებს სალომე ზურაბიშვილის იმიჯს და ღირსებას.

„ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“ – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გვარამიას შეწყალებაზე

ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია

„მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის გადაწყვეტილებით გამოხატა პირველ რიგში, ძალიან დიდ დარტყმას აყენებს მის იმიჯს, ღირსებას. ფაქტია, რომ თვითონ თუ არ ზრუნავს პრეზიდენტი თავის იმიჯზე, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველები და ეს მისი გადასაწყვეტია. თუმცა, საზოგადოებას აქვს სრული და ლეგიტიმური უფლება იმის, რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარ გადაწყვეტილებით დაადასტურა და აღიარა. აქედან გამომდინარე, საზოგადოების შეფასებაც ვფიქრობ, უნდა იყოს ანალოგიური, რასაც თავის შეფასებებში პრეზიდენტის მისამართით იყენებდა გვარამია.  არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება, არ მოსწონდა ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ ასეთი სიტყვებით მოეხსენიებინა ზურაბიშვილი. როდესაც ადამიანს უწოდებ „რეზიდენტს,“ ვფიქრობ, დადასტურებულად უკვე შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია. პროცესს რაც შეეხება, ეს მისი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის არაერთი გაუგებარი გადაწყვეტილება ახსოვს.

„ქალბატონი პრეზიდენტის არაერთი გაუგებარი და ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება ახსოვს ბოლო პერიოდში ქართველ ხალხს, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა, ამით არაფერი ეშველება იმას, რომ ბატონი გვარამია არის კრიმინალი და მას აქვს ეს დანაშაული დადასტურებული სამი ინსტანციის მიერ. ეს არის ფაქტი. თუ რა დანაშაულზეა, ეს წერია სასამართლოს გადაწყვეტილებებში. სასამართლო იყო ღია და ყველას შეეძლო, თვალი ედევნებინა პროცესისთვის. დარწმუნებული ვარ, ყველა ადევნებდით თვალს. ეს ჩვენი ხელისუფლების დროს იყო გახსნილი და ღია, ხოლო იმ ხელისუფლების დროს, როდესაც ბატონო გვარამია იყო ხელისუფლებაში, სასამართლოს კარი იყო დახშული და არათუ რომელიმე არხის კამერა ვერ იქნებოდა იქ, არამედ პროკურორებსა და ადვოკატებს ტელეფონებს ატოვებინებდნენ და ეკრძალებოდათ პროცესზე შეტანა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„ეს გადაწყვეტილება მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე“ – გია ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

„არსებითი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ“ – შარლ მიშელი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ

„გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, მადლობა პრეზიდენტო გამბედაობისთვის“ – პარტნიორების გამოხმაურებები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო

„სალომე ზურაბიშვილს „ქოცისგან“ და „ნაცისგან“ განსხვავებით შეუძლია სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე პირადი ბოღმის – მივესალმები ჩვენს ბანაკში…“ – გია ხუხაშვილი

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას

„მადლობა პრეზიდენტს – ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე“ – დავით არახამია

ახლა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ჯერია – ლევან ბეჟაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები