LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღვინო და პიცა პირდაპირ საწოლში“ – კეტრინ ზეტა-ჯონსი იდეალური საღამოს შესახებ

267
safe-image

50 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსმა, თვითიზოლაციის პერიოდში საზოგადოება არაერთხელ გააოცა. ის ხან მღეროდა, ხანაც ცეკვავდა, ბოლოს კი სახლის კარაოკე სტუდიის ფოტოებიც გაგვიზიარა.

ვიდეო: თვითიზოლაციაში მყოფი კეტრინ ზეტა-ჯონსი ამღერდა

„ჭეშმარიტი არტისტი“, „ნამდვილი ვარსკვლავი“ - წერენ სოციალურ ქსელში.

ამჯერად „ზოროს“ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა. მსახიობი ბუხართან, თავისუფალი სტილის, ჭრელ კაბაში პოზირებს.

„ღვინო და პიცა პირდაპირ საწოლში, შესანიშნავი საღამოს რეცეპტი, ყველას წარმატებულ კვირას გისურვებთ“, – დაწერა ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, ზეტა-ჯონსი თვითიზოლაციის დღეებს ოჯახთან, მეუღლესთან, მაიკლ დუგლასთან და ორ შვილთან, დილანთან და კრისთან ერთად ატარებს.

https://www.instagram.com/p/B-QmTuRnw-6/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები