LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: „ხალხის ძალა“ თუ რაღაც რომ ჰქვია, მათზე ბევრად უარესს ლაპარაკობს კობახიძე, მისი ყველა განცხადება რუსეთისთვის მაამებელია

178
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

„ხალხის ძალა“ თუ რაღაც რომ ჰქვია, მათზე ბევრად უარესებს ლაპარაკობს კობახიძე, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „ომში უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს“.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, კობახიძის ყველა განცხადება არის რუსეთისთვის მაამებელი.

კობახიძე: ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია.. უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

„ირაკლი კობახიძე ხომ არ არის კომენტატორი, ფრონტიდან მოგვაწოდოს ცხელ-ცხელი ამბები. ის არის პოლიტიკოსი, მის ყველა განცხადებას პოლიტიკური განზომილება აქვს. როგორც პოლიტიკური განზომილება, მისი განცხადება აღქმული იქნა, როგორც რუსეთის გულშემატკივრობა. მის თავში რა უბედურება ტრიალებს, ძნელი სათქმელია.

კობახიძის ყველა განცხადება არის რუსეთისთვის მაამებელი. დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ, ვერცერთ პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოღვაწეს, ქვეყანას, რომელიც კობახიძის გამონათქვამს ნორმალურად აღიქვამდა. ყველა მისი გამონათქვამი და ფრაზა მოიაზრება ამ კონტექსტში – მოსწონს, მხოლოდ პუტინს და ლავროვს. არ ვიცი რუსეთში რა ქულებს იწერს, ამ ყველაფერს რისთვის აკეთებს, 2-ოთახიანი ბინა უნდა აჩუქონ როსტოვში თუ რისთვის აკეთებს მე არ ვიცი. ფაქტია, რომ კობახიძე ამ ფრონტზე ინტენსიურად მუშაობს.

9 კაცი, რომ გაიყვანეს – ტრიოთი რომ დაიწყეს, მერე კვარტეტი, შემდეგ სულ გააძლიერეს და ახლა ნონეტად, რომ აქციეს „ხალხის ძალა“ თუ რაღაცა რომ ჰქვია, მათზე ბევრად უარესებს ლაპარაკობს. მათ ფანტაზიაც, კი არ ჰყოფნით, ასე დაბეჯითებით რომ ილაპარაკონ რუსული იმპერიის ძლევამოსილებაზე, როგორც ამას კობახიძე აკეთებს. მერე დადგება მისი საძმაკაცო და აბსურდის გამართლებას ცდილობენ”, – განაცხადა ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები