LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „არავითარ ბიზნესის რეპრესიაზე არ არის ლაპარაკი, თუ მკაცრი ზომები გახდა მისაღები, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა ვფიქრობ, მაინც მოლაპარაკებაა პრიორიტეტი“

120
გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ სასურსათო ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია – სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“ – ირაკლი კობახიძე

გია ვოლსკის თქმით, „არავითარ ბიზნესის რეპრესიაზე არ არის ლაპარაკი და თუ მკაცრი ზომები გახდა მისაღები, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული“.

„ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია ეს რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო. არავითარ რეპრესიაზე აქ ლაპარაკი არ არის, თუკი მკაცრი ზომები გახდა მისაღები, რასაკვირველია, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით, მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი, უპირველესი ამოცანა.

რატომ გახდა ისტერიკის მიზეზი, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ „რევოლუციურ კომიტეტში“. რასაკვირველია, არანაირი პოზიტივი, გინდა ევროპული კვლევების, გინდა მსოფლიო ბანკის კვლევები, მათთვის არ არის მისაღები, არც გასათვალისწინებელი და პირიქით, გაღიზიანების იმ ხარისხს იწვევს, რომელიც მეტყველებს ერთ რამეზე, ჩვენ საქმე გვაქვს არა ოპონენტებთან, არადა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ასევე, ვთხოვ პარლამენტს, საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია“ – ირაკლი კობახიძე

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა დიდია. მისი თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძე ასევე, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას.

შალვა პაპუაშვილი: „მისასალმებელია პრემიერის ყურადღება სასურსათო პროდუქტების საცალო ფასებზე – პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g