LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „გერმანიის ელჩმა ზუსტად იცის თვითონ, რომ „დიფ სთეითიც“ არსებობს და რასაკვირველია, არსებობს მართვის გარკვეული სისტემა, რომელშიც თვითონ ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად…“

109
პეტერ ფიშერი, გია ვოლსკი

„[გერმანიის ელჩმა] ზუსტად იცის, რომ „დიფ სთეითიც“ არსებობს და რასაკვირველია, არსებობს მართვის გარკვეული სისტემა, რომელშიც თავად ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად. ის, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს“, – ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

პარლმენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადება შეაფასა, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს.

ვოლსკის თქმით, „ის, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს“:

შალვა პაპუაშვილი: „სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული“

„ზუსტად იცის თვითონ, რომ „დიფ სთეითიც“ არსებობს და რასაკვირველია, არსებობს მართვის გარკვეული სისტემა, რომელშიც თვითონ ჩართულია ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად. ის, რომ „დიფ სთეითი“ არსებობს, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს. ეს ახალი მოვლენა არ არის, „დიფ სთეითი“ წლების განმავლობაში არსებობს, მოქმედებს, თავისი ინტერესები აქვს და ეს საკვირველიც არ არის არავისთვის, გარდა იმ ხალხისა, ვისაც მიაჩნია, რომ მის მიმართ ამ „დიფ სთეითის“ მოქმედება არის უსამართლო. საქართველო არის ამ უსამართლობის ერთ-ერთი სამიზნე. გერმანიის ელჩიც ლაპარაკობს სანქციებზე და ამ დროს, არათუ სანქციები, არამედ მილიარდობით დახმარებას უწევს სირიის ახალ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ იცის, უამრავი სისხლი დაიღვარა სირიის ქუჩებში მას შემდეგ, რაც ეს ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში. უფრო მეტიც, გერმანიაში იწვევენ იმისთვის, რათა შობადობის პრობლემა იქნას დაძლეული. ეს უკვე ორმაგი სტანდარტი არ არის. ეს არის კონკრეტული პოლიტიკური გეგმა, რომელსაც გარკვეული მიზნები და ამოცანები აქვს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს და ის გამოგონილია.

„ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა,“ – განაცხადა ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g