LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „გუშინ დაშავდა რამდენი ადამიანი, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპაში, ახლახან, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას 5 ადამიანი გარდაიცვალა“

170
გია ვოლსკი

გუშინ დაშავდნენ გარკვეული ადამიანები, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპაში, სულ ახლახან, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას, 5 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ხუთ დაკავებულ მომიტინგეს ტვინის შერყევა აღენიშნება, ერთ-ერთთან გამოხატულია თვალბუდის დაზიანება, ამ ეტაპ­ზე ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვას არ სა­ჭი­რო­ებს“ – რას აცხადებენ ექიმები კლინიკებში მოთავსებულ აქციის მონაწილეებზე

მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე ასევე დაშავდნენ პოლიციელები, „მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს“.

ვოლსკის განცხადებით, „არ არსებობს არჩევნების გაყალბება და არ არსებობს საგარეო კურსის ცვლილება“.

„ამ მოგონილი, რაღაც ისტერიული განცხადებებით ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ სახელმწიფოს. შესაძლოა, იქ ძალის გადამეტებას გარკვეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამოცანა სწორედ ეს არის, რომ დაპირისპირება მოხდეს სამართალდამცავებთან, როდესაც აუცილებლად მოხდება ფიზიკური დაპირისპირება და ამ დაპირისპირების დროს ადამიანები შავდებიან. დაშავდნენ პოლიციელები. ამაზე არავინ ლაპარაკობს. დაშავდნენ გარკვეული ადამიანები, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ევროპაში, სულ ახლახან, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, პიროტექნიკა გამოიყენეს და უამრავი ადამიანი ძალიან სერიოზულად დაზიანდა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

შსს: „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა 31 პირი დააკავეს…“ – გავრცელებული ინფორმაციით ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g