LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „რუსეთი საქართველოში ვერ იმარჯვებს, მარტა კოსის დახმარებით შეიძლება გაიმარჯვოს, რადგან დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა“

111
გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეხმაურება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოში შესაძლებელია იმის ნახვა თუ „რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს“.

არჩილ გორდულაძე: „მარტა კოსის მიზანია დემოკრატიის და ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა და კონკრეტული ძალების მართული, მარიონეტული რეჟიმის დაბრუნება, რომელიც იმ დავალებას შეასრულებს, რომელსაც ეტყვიან“

გია ვოლსკის სიტყვებით, მარტა კოსის განცხადება აბსოლუტურად უარგუმენტოა.

„რუსეთი საქართველოში ვერ იმარჯვებს, ვერანაირად. მარტა კოსის დახმარებით შეიძლება გაიმარჯვოს, რადგან ის წითელი ხაზები და დაპირისპირება, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის წარმოიქმნება, სწორედ მარტა კოსის და მისი გუნდის დამსახურებაა…

ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა. რასაკვირველია, ჩვენ გაგვაჩნია არგუმენტები და მარტა კოსის განცხადება აბსოლუტურად უარგუმენტოა. როგორ შეიძლება რუსეთმა გაიმარჯვოს საქართველოში პოლიტიკურად, როცა ტერიტორიების 20%-ის ოკუპირებულია? მის ქვეყანას გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ჩვენ ასეთი არ გაგვაჩნია. მარტა კოსი იქნება, თუ კუბილიუსი, იუკნევიჩიანე თუ ყველა სხვა – ესენი არიან ქართველთმოძულე, ანტიქართულად განწყობილი ადამიანები, ვინც სიტუაციას ისე ხატავს, თითქოს ჩვენ გვგულშემატკივრობს და რეალურად, უნდათ, რომ ცეცხლის მორევში გადაგვისროლოს, რათა მათ ქვეყნებს და ევროპის შუაგულს მოაკლდეს ის დაძაბულობა, რომელსაც რუსეთის აგრესია უქმნის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში „ავტოკრატიული სისტემა ახშობს“ დემოკრატიულ ხმებს და ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროპულ მომავალს, საკუთარ ხალხს კი ატყუებენ, თითქოს ქვეყანა ევროკავშირში მიჰყავთ და ევროკავშირი უნდა მოერგოს მათ. მისი თქმით, საქართველოში შესაძლებელია იმის ნახვა თუ „რა ხდება, როდესაც რუსეთი იმარჯვებს“.

⭕ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g