LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემა იმის გამო წამოიწია, რომ ხალხი გაბრაზდეს, ქუჩაში გამოვიდეს, სისხლი დაღვაროს და ხელისუფლებაში მარიონეტები მოიყვანოს – ამ ყველაფერს ევრობიუროკრატია უდგას სათავეში“

175
გია ვოლსკი

„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემა იმის გამო წამოიწია, რომ ხალხი გაბრაზდეს, ქუჩაში გამოვიდეს, სისხლი დაღვაროს და ხელისუფლებაში მარიონეტები მოიყვანოს – ამ ყველაფერს ევრობიუროკრატია უდგას სათავეში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა და მხოლოდ ის ადამიანები არიან დაჭერილი, ვინც ფიზიკურ დაპირისპირების ორგანიზებასთან არიან კავშირში.

ვოლსკის შეფასებით, საქართველოს მიმართ მიდგომა უსამართლოა.

„არავინ ასახელებს მაგალითს, თუ რას გააკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ზეწოლით ხელისუფლება შეიცვლება – რას გააკეთებენ იმისგან განსხვავებულს, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის გადასარჩენად აკეთებს. რუსეთს ეკონომიკურად თუ სამხედრო ძალით დაუპირისპირდებიან?!

სალომე სამადაშვილი: „ველოდები, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე აქტიური მსჯელობა სექტემბრის ბოლოდან დაიწყება – სამწუხაროდ, არაფერი კარგი არ გველოდება!“

„ასევე ველოდები, რომ შემოდგომაზე პოლონეთი და შესაძლოა სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ გარკვეული პერიოდით მუშაობის შესაძლებლობას გააუქმებენ“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

უნდათ საქართველოს ისეთი ზიანი მიადგეს, რომელიც მარიონეტული ხელისუფლების მოყვანის წინაპირობებს შექმნის. ყველაფერი ევრობიუროკრატიამ ჩაიგდო ხელში, რომლის უკან Deep State დგას, რომელსაც თავისი გეგმები აქვს. ეს გეგმა მხოლოდ საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას არ უკავშირდება. მისი ამოცანები გაცილებით უფრო ფართოა.

ჩვენ სამართლიან გადაწყვეტილებას ველით და რასაკვირველია, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს.

საქართველოსთვის რომელი თემაა პრიორიტეტული – გადარჩენის თუ ევრობიუროკრატიასთან ცალ ფეხზე დგომის თემა?! არ ველოდებით სანქციას, ვითარების გამწვავებას, არჩევნები არ გაყალბებულა, ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა და დაჭერილი მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვინც ფიზიკური დაპირისპირების ორგანიზებასთან არიან დაკავშირებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

8 ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g