„ქართული ოცნების“ მხრიდან იმ კანონების, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღეს, არის ნიშანი იმის, რომ ეს პროტესტი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის არშეგუება რეჟიმის კურსთან, ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოებრიობაზე უარის კურსთან, არის ამ ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემა“, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ მედიის შესახებ კანონის მიღებით „ქართული ოცნება“ მედია სტანდარტების დაცვას არ ცდილობს.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლებას იმ სივრცის შეზღუდვა უნდა, სადაც მისთვის არასასურველი მოსაზრებები ისმის.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლო პერიოდში მიღებული კანონები არის ნიშანი, რომ პროტესტი და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის არშეგუება რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოებრიობაზე უარის კურსთან, ამ ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემაა.
ამიტომ აინიციირებენ ამ კანონებს, ამიტომ ლაპარაკობენ ამაზე ბევრს, რომ ამით მოახდინონ პროტესტში მონაწილე ადამიანების რაოდენობის გაზრდის პრევენცია ან ვინც არის, ისინი შეამცირონ, ანუ საუკეთესო და ერთადერთი პასუხი არის ამაზე პროტესტის გაგრძელება. იმის თქმა კი არ მინდა, რომ უკვე ზღვარზეა რეჟიმი, სამწუხაროდ, ასე არ არის, მაგრამ აქვს სერიოზული პრობლემა”, – განაცხადა ბოკერიამ.
მამუკა მდინარაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე: „თვითრეგულირების მკვდრადშობილი ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს“
„ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ, ბრიტანული მოდელიდან იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი, მოდიფიცირებული, საქართველოს რეალობაზე მორგებული, რაც თქვენ, ყველა ჟურნალისტმა აღიარეთ.“
მისი თქმით, ახლა ამოცანა არის, „დემოკრატიულად რეჟიმის შეცვლა” და ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაიცავს.
„ამიტომ, უნდა შევაფასოთ ის ინიციატივები, როგორც დრაკონული, სამარცხვინო, შეუთავსებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებთან და აქედან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ეს პროტესტი აუცილებლად გასაგრძელებელია შედეგის მიღწევამდე.
რაც შეეხება მედიის შესახებ კანონს, შინაარსობრივ რეგულაციებზე გადასვლა, რომელიც აქამდე თვითრეგულირებაზე იყო, არის სწორედ მაგის ნიშანი, რომ ჩაახშოს მედიის ხმა. თუ რეგულაციებზე გადავიდნენ, მათი პროპაგანდა არის მედია სტანდარტების ყველაზე სამარცხვინო დამრღვევი.
სხვა მედიაც ხშირად სცოდავს, სამწუხაროდ, ასეა და ეს ცუდია, ოღონდ ეს რეჟიმი სტანდარტების დაცვას კი არ ცდილობს, იმ სივრცის შეზღუდვა უნდა, სადაც მისთვის არასასურველი მოსაზრებები ისმის და საკუთარ პროპაგანდას არანაირ ზღვარს არ დაუწესებს. ესეც გამოწვეულია იმით, რომ ვერ აკონტროლებენ საზოგადოებას და ვერ აჩერებენ პროტესტს“. – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.