მუსიკოსმა მებო ნუცუბიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სქრინები, რომლებიც ასახავს, თუ როგორ სტავაზობენ რუსული მუსიკალური შოუდან მონაწილეობას, ის კი მათ ინგლისურად პასუხობს და აღნიშნავს, რომ რუსული აუდიტორიის წინაშე არასდროს გამოვა, ვინაიდან ამ ქვეყანას საქართველოს 20-% აქვს ოკუპირებული.
მებო ნუცუბიძე ამბობს: „ოდესმე ყველამ ხომ უნდა დავუფიქსიროთ, რომ არ ვართ მათი კარის მსახურები, მომღერლები თუ მოცეკვავეები?
"ოდესმე ყველამ ხომ უნდა დავუფიქსიროთ, რომ არ ვართ მათი კარის მსახურები, მომღერლები თუ მოცეკვავეები?"
მომღერალმა მებო ნუცუბიძემ რუსულ შოუში მონაწილეობაზე უარი თქვა
მუსიკოსის ამ განცხადებას რუსეთში მომუშავე ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი, გიგა კვენეტაძე გამოეხმაურა და დაწერა:
„Mebo Nutsubidze, არ ვიცი, ვინ არის და არც მაინტერესებს, მაგრამ, ფაქტია რომ ის უზრდელია, როცა ჯღაბნის იმაზე, რომ თურმე რუსეთში მოღვაწე ყველა ქართველი ხელოვანი კარის მსახურები ვართ.
კი გეთანხმები, მე ჩემი ოჯახის კარის მსახური ვარ, წითელი შენ ბიჭო.