სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პატრულის ორ თანამშრომელთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და თავს გადახდენილი ამბის შესახებ ჰყვება:
„გაგანია პიკის საათში გამიფუჭდა მამაჩემის ძველისძველი მანქანა.
მოცვივდნენ რამდენიმე წამში!
ჩვევისამებრ თავდაცვის რეჟიმში ჩავდექი, არ დავაჭერინებ თავს-მეთქი ?
ოქრო ხალხი აღმოჩნდა, მე საჭესთან ვიჯექი, მიმაგორებინეს მანქანა, ბენზონასოსის გამოცოცხლება მასწავლეს, კეთილი გზა მისურვეს და წავიდნენ ?
დამვიწყებია, როგორი უნდა იყოს პატრული ?
მადლობა, ბიჭებო“.
