პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე დღეს მარში გაიმართება. ამ წუთებში პარლამტენთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი “ფორტუნასთან” საუბარში აცხადებს, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია.
“ბიძინა ივანიშვილი არის ერთპიროვნული და არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს არსებული კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია და მოხსნან გიორგი გახარია, დღეს ბევრნი ვიქნებით ბიზნეს ცენტრთან და რაც შეიძლება მაქსიმალურად ხმამაღლა ვიყვირებთ, რომ როგორმე ივანიშვილმა გაიგოს ხალხის ხმა”,-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
პარლამენტთან ანტიოკუპაციური აქცია #სირცხვილია უკვე 17 დღეა მიმდინარეობს.
