გიგა მაქარაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თინეიჯერებსა და მათ ბებიას დახმარება სჭირდებოდათ:
„ცუდი ამბები მოგვეძალა დღეს ?
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ თინეიჯერ და-ძმას და მათ ავადმყოფ ბებიას უნდა დავეხმაროთ.
მათივე თხოვნით დეტალებს ვერ ვწერ! მათი იდენტიფიცირება ძალიან საშიშია და უკან დაბრუნების შემთხვევაში კიდევ უფრო გაუმწარებს იქაური უშიშროება ისედაც მძიმე ყოფას.
ორი ღორი და ერთი ხბო დაუტოვებიათ მეზობლისთვის გასაყიდად და სანამ ამ ფულს მიაშველებენ, იქნებ ჩვენ ვუშველოთ.
15 წლის გოგონა, 47 კილო, 1,64 სანტიმეტრი – სჭირდება სამოსი, ფეხსაცმელი.
16 წლის ბიჭი, 71 კილო, 1,76 სანტიმეტრი –
საწირდება სამოსი, ფეხსაცმელი.
ბებია, 71 წლის, ფეხები აქვს შეშუპებული, აქვს მხედველობის პრობლემა, უჭირს სუნთქვა.
სჭირდებათ ბინის ქირის ფული, პირველადი მოხმარებოა საგნები. არაფერი გადმოყვათ ?
ყველას ძალიან გვიჭირს, მაგრამ ამ ადამიანების გადარჩენით, იქნებ კარგი ამბები დავძრათ ???
ესაა ღია ანგარიში:
#GE46BG0000000162684987
დანიშნულებაში მიუთითეთ:
დევნილი ოჯახის დასახმარებლად
თვეებია ღია დახმარება არავისთვის მითხოვია, მაგრამ ეს ძალიან მძიმე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავია“.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში სამოქალაქო აქტივისტმა დაწერა:
„აჰა, ცოტა გაითბეთ გულები ?
ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოპარული ბავშვების დასახმარებლად უკვე გამოჩნდა ფეხსაცმლის, ტანსაცმლის რამდენიმე მაღაზია.
შეგროვდა 2 თვის ქირის ფულიც ?
მეორადი სამოსით და საკვებით დახმარების 50ზე მეტი მსურველი.
უკვე გვაქვს მედიკამენტები ბებოსთვის ?
ჩემო კარგო ქვეყანავ“.
