LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა, უდიდესი უსამართლობა, ჩვენი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა“ – გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა

176
Untitled design (1)

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი გავიდა.

რატომ მოკლეს გიგა ოთხოზორია: დაისჯება თუ არა დამნაშავე – იმედი სულ უფრო ცოტა რჩება

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დღეს, 19 მაისს გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი იმყოფებოდა.

თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა:

„გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა 7 წლის წინ იმსხვერპლა, უდიდესი უსამართლობა, ჩვენი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა.

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და თანავუგრძნობთ ოჯახს, თუმცა, ძალიან რთულია იპოვო შესაფერისი სიტყვები, რომლებიც ანუგეშებდა და ტკივილს შეუმსუბუქებდა მათ.

ჩვენი ქვეყანა დღემდე განიცდის ომის სისასტიკის და ოკუპაციის უმძიმესს შედეგებს, რამაც გიგა ოთხოზორიასთან ერთად, არაერთი ჩვენი ახალგაზრდის, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე შეიწირა.

საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას და მისი მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის, ისევე როგორც ჩვენი ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების გამთლიანებისთვის, ჩვენ ურყევად განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ყველა სამართლებრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია საქართველოში და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე ყველა პირმა კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ცნობისათვის, ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა. შემთხვევა სოფელ ხურჩაში მოხდა.

ოთხოზორიას ოჯახის წევრების და ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. გიგა ოთხოზორია გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.

 

თეა ახვლედიანი გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 7 წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

„გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა 7 წლის წინ იმსხვერპლა, უდიდესი უსამართლობა, ჩვენი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და ვუთანაგრძნობთ ოჯახს, თუმცა, ძალიან რთულია იპოვო შესაფერისი სიტყვები, რომლებიც ანუგეშებდა და ტკივილს შეუმსუბუქებდა მათ. ჩვენი ქვეყანა დღემდე განიცდის ომის სისასტიკის და ოკუპაციის უმძიმესს შედეგებს, რამაც გიგა ოთხოზორიასთან ერთად, არაერთი ჩვენი ახალგაზრდის, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას და მისი მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის, ისევე როგორც ჩვენი ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების გამთლიანებისთვის, ჩვენ ურყევად განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ყველა სამართლებრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია საქართველოში და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე ყველა პირმა კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი,” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

Posted by შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი on ხუთშაბათი, 18 მაისი, 2023

 

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ ე.წ. გაგრის ჯგუფის 3 წევრს 9-9 წლით პატიმრობა შეეფარდა

ოთხოზორიას დედა: ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია [ვიდეო]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g