LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა: „ქართულმა ოცნებამ“ საიდანაც არ უნდა გადმოწეროს კანონი, იქნება ეს ავსტრალიური, ამერიკული, ზემო თუ ქვემო ზელანდიური, ყველა კანონი რუსული დიქტატურის გაძლიერებისკენ არის მიმართული“

217
გიგი უგულავა

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ყველა კანონი არის რუსული კანონი, რუსული სულისკვეთებით არის გამსჭვალული. რაც არ უნდა დაარქვან, გადაწერონ და გადმოწერონ, ეს არის სიმულაცია“, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

აღნიშნულით უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასა, მათ შორის მედიასთან დაკავშირებულ ინიციატივები.

მისი თქმით, კანონები ვერ იმუშავებს, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და „პოლიცია გადაქცეულია „ხარებას“ სადამსჯელო რაზმად“.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ყველა კანონი არის რუსული კანონი, რუსული სულისკვეთებით არის გამსჭვალული. ამიტომ, რაც არ უნდა დაარქვან, გადაწერონ და გადმოწერონ, ეს არის სიმულაცია.

ირაკლი კობახიძე: „თუ ვინმეს ეშინია, რომ ვეღარ მოახერხებს თავისუფლად სიცრუის გავრცელებას და სიძულვილის ტირაჟირებას, ეს მისი პრობლემაა – სიცრუე და სიძულვილი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევაა და საჭიროა ახალი რეგულაციები“

კანონები ვერ იმუშავებს, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, პოლიცია არის გადაქცეული ხარებას სადამსჯელო რაზმად, სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია.

საია: „ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს – ბუნდოვანმა ცვლილებებმა შეიძლება გაზარდოს შეკრებების ორგანიზატორებისა და აქტივისტების მიმართ ბოროტად გამოყენებული სამართლებრივი დევნის საფრთხე“

ორგანიზაციის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიციირებული ცვლილებები არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

„ქართულმა ოცნებამ“ საიდანაც არ უნდა გადმოწეროს კანონი, იქნება ეს ავსტრალიური, ამერიკული, ზემო თუ ქვემო ზელანდიური, პორტუგალიური, ბრაზილიური, „ქართული ოცნების“ მიღებული ყველა კანონი რუსული დიქტატურის გაძლიერებისკენ არის მიმართული“. – განაცხადა გიგი უგულავამ.

ინფორმაციისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მალე დაინიცირდება „მედიის კანონი“, რომელსაც ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებენ.

შალვა პაპუაშვილი: „ამერიკულ „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ – თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს კანონი ამერიკაში“

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g