კანიე უესტი მორიგ სკანდალში გაეხვია. მან X-ზე პოსტი გაავრცელა, რომელშიც ბიონსესა და ჯეი ზის შვილებზე საუბრობს.
„გინახავთ მათი ტყუპები?! ისინი განუვითარებლები არიან, აი ამიტომაა ხელოვნური განაყოფიერება საუკეთესო გზა შვილების გასაჩენად. განუვითარებელი ბავშვი, ეს არჩევანია“, – დაწერა უესტმა, ცოტა ხანში კი პოსტი წაშალა.
ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, როგორც ირკვევა, ბიონსე და ჯეი ზი შვილების, რუმისა და სერას შეურაცხყოფას არავის აპატიებენ. ისინი ჰიპ-ჰოპ არტისტისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებენ.
ცნობისთვის, რეპერებს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. მათ ერთმანეთი 2000 წელს გაიცნეს. ჯეი ზი კანიეს პროდიუსერიც კი იყო.
„ჩვენ ბიანკას კანიეს თვალით დავინახავთ“ – კანიე უესტი ბიანკა სენსორის შესახებ ფილმს გადაიღებს
„ეს შენი საღამოა, იკაშკაშე“ – ბიონსე, ჯეი ზი და ბლუ აივი „მუფასა: მეფე ლომის“ პრემიერაზე



