LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გინდ დაიჯერეთ, გინდ არა (ნება თქვენია), ამ დაბადების დღეზე ეგაა ჩემი ერთადერთი სურვილი, მეტი ვერაფერზე კონცენტრირდება ჩემი ტვინი და გული“ – ინგა გრიგოლია

567
ინგა გრიგოლია

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია გამომწერებს დაბადების დღის ერთადერთ სურვილს უზიარებს.

მისი თქმით, მთავარია, ეს სურვილი ასრულდეს, „დანარჩენს ღმერთი ისედაც მისცემს“.

„HELLO 54🙏✌️
ახლა რომ მითხრან, რას ისურვებ დაბადების დღისთვისო, მარტო ერთი სურვილი აგისრულდებაო, დაუფიქრებლად ვიტყვი – რეჟიმის ყველა ტყვე შემდეგ ,,რეაქციაში“ გათავისუფლებულები, ერთად ვნახო ჩემს სტუდიაში.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა (ნება თქვენია), ამ დაბადების დღეზე ეგაა ჩემი ერთადერთი სურვილი, მეტი ვერაფერზე კონცენტრირდება ჩემი ტვინი და გული.
დანარჩენს ღმერთი ისედაც მომცემს. აქამდეც მისი ნებით მოვედი, ვუყვარვარ.
მადლობა ყველას მეგობრობისთვის“, – წერს ინგა გრიგოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g