LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გინესის ახალი რეკორდი – შეფ-მზარეული საჭმელს 100 საათის განმავლობაში ამზადებდა

125
6465

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა ახალი რეკორდი დააფიქსირა, ნიგერიელი მზარეული საჭმელს 100 საათის განმავლობაში, შესვენების გარეშე ამზადებდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჰილდა ბაჩი უნიკალური კერძის მომზადებას 4 დღე მოუნდა და ყოველ საათში მხოლოდ 5-წუთიან შესვენებას იღებდა.

ამ პროცესს გინესის წიგნის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, თუმცა მთელი 100 საათის ამსახველი მასალა დეტალურად შეამოწმეს და ჰილდას ტიტული მხოლოდ ამის შემდეგ გადასცეს.

ქალმა როგორც მოსალოდნელი იყო, ნიგერიულ სამზარეულოზე გააკეთა არჩევანი და წინა რეკორდი 5 საათით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი 2019 წელს ინდოელმა ლატა ტონდონმა დაამყარა.

რაც შეეხება ახალ რეკორდსმენს, სამზარეულოს სიყვარული მას დედისგან გადმოეცა და მისი რეცეპტების უმრავლესობა საოჯახოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები