LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩიკვაიძე: „მე-13 დღეა სრულ შიმშილზე ვარ, მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს, მარცხენა თვალში მხედველობის უნარი – მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს, უფლებადამცველებს, მინდა მოვუწოდო, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“

172
გიორგი ჩიკვაიძე

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე წერილს ავრცელებს და 13-დღიანი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს.

როგორც ჩიკვაიძე ამავე წერილში აღნიშნავს, მგრძნობელობა დაკარგული აქვს მარცხენა ფეხში, ასევე, მარცხენა თვალში – მხედველობა.

დაკავებული ბიზნესმენი პენიტენციურ დაწესებულებას მოუწოდებს, ხვალ ჩანიშნულ პროცესზე სასამართლო დარბაზში მისი დასწრება უზრუნველყონ.

„მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა“ – ირაკლი პაპიაშვილი

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, მე და ჩემს ოჯახს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ძალა აქვს თითოეულ თქვენს სიტყვას და განცხადებას, რომელსაც ვისმენ.

ხვალ გაიმართება მორიგი უსამართლობის საცირკო წარმოდგენა, იგივე „სასამართლო“. მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას, ყოველ მიზეზგარეშე, უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში, ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით.

სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა

ირაკლი პაპიაშვილი: „გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს – მისი მდგომარეობა, კვლავ მძიმეა, ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს“

„დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც აღწერს გიორგის მდგომარეობას. გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, მე-13 დღეა ვარ სრულ შიმშილზე. მდგომარეობას მირთულებს ის, რაც მოხდა 13 მარტის საბედისწერო ღამეს, რისი ნაწილიც მახსოვს, ხოლო ბოლო ეპიზოდი აღარ.

ამაზე დღეს მეტ დეტალს ვერ ვიტყვი. შედეგი არის ის, რომ მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს და ვერ გადავადგილდები. მარცხენა თვალში დაკარგული მაქვს მხედველობის უნარი, რაც ყოველდღე უარესდება.

ეკა ბესელია: „გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს – უთხრეს, რომ დღეს გადაიყვანენ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ, ალბათ, საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში იყოს“

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს, უფლებადამცველებს, მინდა მოვუწოდო, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!

რამდენადაც ფიზიკურად ვარ ამ მდგომარეობაში, იმდენად მყარად ვარ შინაგანად. დღეს მე აქედან რაც შემიძლია ის არის, რომ ყველაზე ძვირფასი ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გავიღო, ეს არის ღირსების საკითხი და არა თვითმკვლელობა.

გაუფრთხილდით თავისუფალ მედიას და ჟურნალისტებს ეს ადამიანები გმირები არიან“. – წერს გიორგი ჩიკვაიძე წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g