LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჭირაქაძე: საბანკო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი

86

ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებებს საბანკო სექტორთან მიმართებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განუცხადა. მისი თქმით, საბანკო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი.

„არის ძალიან ბევრი თემა და საკითხი, რომლებიც მუდმივად მსჯელობის საგანია. საბანკო სექტორი არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც საბანკო სექტორთან მიმართებაშია საუბარი. ამავდროულად, ძალიან მკაფიოდ მესმის ფინანსთა მინისტრის, როდესაც ის საუბრობს სტარტაპებზე. სტარტაპების დაფინანსებაში შეუძლებელია ბანკი ისე იყოს ჩართული, როგორც ყველას გვინდა. ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ საბანკო სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი და ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებებს საბანკო სექტორთან მიმართებაში”,- აღნიშნა ჭირაქაძემ.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმაზე” საუბრისას აღნიშნა, რომ „საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ბიზნესის დაწყების შანსს ფაქტობრივად, არ იძლევა“. მისივე განცხადებით, საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები