LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ძოწენიძე: „გასულ წელს იყო ბევრი სირთულე, იყო მნიშვნელოვანი გულისწყვეტებიც, ძალიან ახლო ადამიანიც დავკარგე ამ წელს“

2010
გიორგი ძოწენიძე

მომღერალი, ჯგუფ „ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში, ერთ-ერთი რუბრიკის სტუმარია.

მომღერალი გამოცემასთან გასულ 2025 წელს აჯამებს და ამასთან, ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალურ შოუში – „ვინ ვინ არის“ მონაწილეობის დროს მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს.

„ძალიან მძიმე კოსტიუმი იყო, განსაკუთრებით – თავის კონსტრუქცია. დიდი თავი იყო და ხშირად ვურტყამდი ან კედლებს, ან ჭერს. მინოტავრის ცხვირიდან ვიყურებოდი, იქ იყო დამალული თვალები. ძალიან ძნელი იყო ამ ორი წერტილის ცქერა და სცენაზე ორიენტაციის შენარჩუნება, მით უმეტეს, როდესაც ცეკვა იყო ნომერში. ეს ორმაგად ართულებდა საქმეს.

პირველ ლაივზე ძალიან აქტიურად მომიწია ცეკვა, კარგადაც არ ვიყავი ნავარჯიშები ამ კოსტიუმით და რომ დავასრულე ნომერი, შეფასების დროს ძალიან გამიჭირდა სუნთქვა. ცოტაღა დამაკლდა, სცენაზე გული არ წამსვლოდა. მაქსიმალური მობილიზება გავუკეთე ენერგიას, რომ იქ არ დავვარდნილიყავი“, – იხსენებს მომღერალი.

გიორგი ძოწენიძე „სარკესთან“ ინტერვიუში ასევე აღნიშნავს: „გასულ წელს იყო ბევრი სირთულე, იყო მნიშვნელოვანი გულისწყვეტებიც. ძალიან ახლო ადამიანიც დავკარგე ამ წელს“.

ვიდეო: „საუკეთესოთა შორის, საუკეთესო გიორგი ძოწენიძე“ – მია მაჩაბელი მეუღლის შესანიშნავ ნამღერს გვიზიარებს

ვიდეო: „იღბლიანი ვარ! ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ოჯახში, ჩემს მეუღლეში, ჩემს შვილებში და ჩემს მეორე ოჯახში – „ურსაში“… – გიორგი ძოწენიზე „იმედის“ ეთერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g