პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ისინი აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და “ქართული ოცნების” საბოლოო დამარცხებისთვის ემზადებიან.
„გიორგი გახარია არ გაუჩინარებულა, ის ყოველდღიურად საქმიანობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობს. მიმდინარე პროცესები გვაქვს სხვადასხვა რეგიონში.
ახალი საკრებულოების სამუშაოების პირველი დღეები გვიახლოვდება, შესაბამისად ის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს. სხვა მნიშვნელოვანს საკითხებთან დაკავშირებით, ის დუმს და ჩემი აზრით, ეს დუმილიც ნიშანდობლივი და ამავდროულად ძალიან საინტერესოა. დუმილზე ცნობილი ამერიკული გამოთქმა მახსენდება, რომლის თანახმად,
ყოველთვის უნდა უფრთხილდე მდუმარე კაცს – როდესაც სხვები საუბრობენ, ის უყურებს, როდესაც სხვები მოქმედებენ, ის გეგმავს, ხოლო როდესაც სხვები ისვენებენ, ის უტევს.
ამიტომ, როდესაც დუმს ადამიანი, ძალიან საინტერესოა ყოველთვის. შესაბამისად, ჩვენ ვემზადებით აქტიური პოლიტიკური ცხოვრებისთვის და „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის საბოლოო ჯამში”, – განაცხადა ქემოკლიძემ.