LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩორჩანას შესახებ 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს“ – პარტია „გახარია საქართველოსთვის“

110
გიორგი გახარია და ბერდია სიჭინავა

„გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩორჩანას შესახებ 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, გიორგი გახარია და მისი გუნდი ჩორჩანას საქმით ამაყობენ:

გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს

„ოცნების“ რეჟიმი ჩორჩანაში ქართული მიწის მშვიდობიანი დაცვისთვის, მცოცავი ოკუპაციის მშვიდობიანი შეჩერებისთვის და სეპარატისტების მხრიდან კიდევ უფრო დიდ ტერიტორიებზე პრეტენზიებისგან დაცვისთვის გიორგი გახარიას უკერავს ბინძურ საქმეს, რომელიც 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, რაც იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რისთვისაც აუცილებლად დადგება ყველა მასში მონაწილე პირის სამართლებრივი და ისტორიული პასუხისმგებლობის საკითხი.

დღეს ცხადია, რომ სეპარატისტული რეჟიმი და „ოცნება“ ერთი და იგივე ნარატივით საუბრობს ჩორჩანაზე. როგორც „ბიბილოვი“ აცხადებს, ჩორჩანა არის მტკივნეული ხიჭვი სეპარატისტული რეჟიმისთვის, ახლა როგორც ირკვევა, თურმე ასეა „ოცნებისთვისაც“. როგორც ჩანს ისინი დღეს ერთი და იგივე „დიფ სთეითიდან“ იღებენ ინსტრუქციებს.

შალვა პაპუაშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გახარიაზე – როდესაც ასე თვითნებურად იქცევა მინისტრი, რა თქმა უნდა, უკვე ეჭვებია, რადგან ასეთ თავხედობაზე ადამიანი ადვილად არ წავიდოდა – როგორც ჩანს, აქაც მავნე იდეები და მიზნები იყო ჩადებული

პაპუაშვილის თქმით, მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ეს ნაბიჯი არ იყო შეთანხმებული არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და არც მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან.

გიორგი გახარია ერთხელ უკვე იყო კომისიაზე, სადაც ისაუბრა ჩორჩანაზე, ამის შემდეგ არაერთხელ გამოხატა მზაობა, ე.წ. კომისიის სხდომაში დისტანციურად მიეღო მონაწილეობა, რისი შესაძლებლობაც გათვალისწინებულია კომისიის დებულებით და ზუსტად ასეთი შემოთავაზება თავად კომისიისგან ერთხელ უკვე მიიღო პირველი მიწვევის დროს. ე.წ. კომისიამ მისი მუშაობის მანძილზე პირველად, თავად განაცხადა უარი მოესმინა გიორგი გახარიასთვის, როცა სხვებს ამის შესაძლებლობას აძლევს.

ცხადი ხდება, რომ შეშინებული და არაადეკვატურობის ზღვარზე მყოფი „ოცნება“ თავად გაურბის „ჩორჩანაზე“ საჯაროდ საუბარს, რადგან ცხადი გახდება ვინ ღალატობს ქართულ, ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

გიორგი ჭოლაძე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე: „სროლა რომ დაიწყო სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და გახარიას უთხრა, ეს რა უბედურებააო – გახარიას არ ეტყობოდა, რომ განსაკუთრებულად დარდობდა, თუ რა ხდებოდა გარეთ“

კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებაც დასტურია, რომ მათ არ სურთ ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას მოუსმინონ. 2 ივლისსაც მზაობას ვაცხადებთ, დისტანციურად ვისაუბროთ ჩორჩანაზე. გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ამაყობს ჩორჩანას საქმით.

ეს არ არის მხოლოდ გიორგის გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკური ვენდეტა, ეს არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რა დროც არ უნდა გავიდეს, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ვერავინ შეძლებს „ჩორჩანას“ საქმიდან გაქცევას და დამალვას, ვერცერთი კომისია, ცრუ მოწმე თუ სამართალდამცავი“. – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g