LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას და მის გუნდს ოპონენტებისთვის დასამტკიცებელი არაფერი აქვს: ბუჩუკური

66
ანა ბუჩუკური

“გიორგი გახარიას და მის გუნდს ოპონენტებისთვის დასამტკიცებელი არაფერი აქვს.” – ამის შესახებ გახარიას ახლად შექმნილი პარტიის “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური საუბრობს და აღნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ დიდი მოლოდინია.

ჩვენი გუნდი და გიორგი გახარია ვინმეს სათადარიგო ვარიანტი არ არის: ბუჩუკური

ბუჩუკური აღნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკაში წლებია ორი რადიკალური პოლუსი არსებობს, რომელთაც დღის წესრიგის შექმნა პოლიტიკური კინკლაობით სურთ:

“გიორგი გახარიას და მის გუნდს ოპონენტებისთვის დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ხან “ნაცები“ გვაბრალებენ, რომ “ქოცები” ვართ, ხან პირიქით. საზოგადოების მხრიდან გიორგი გახარიას მიმართ დიდი მოლოდინია და რას წარვადგენთ, ამაზე გუშინ გახარიამ ისაუბრა.

წლებია, ქართულ პოლიტიკაში ორ რადიკალური პოლუსი არსებობს, რომელთაც დღის წესრიგის შექმნა პოლიტიკური კინკლაობით სურთ და ბუნებრივია, არც ერთ და არც მეორეს დიდი სიახლის მიმართ რეზისტენტულობა გააჩნია.” – თქვა ბუჩუკურმა.

პოპულარულები