LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გამსახურდია: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩემს ბიოლოგიურ დედას არც ერთ მტერზე, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე ნაკლები არ დაუშავებია 

506
მანანა არჩვაძე და გიორგი გამსახურდია

პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უმცროსი შვილის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით, მისი ბიოლოგიური დედის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მხრიდან, აბსურდული სარჩელები არ წყდება.

როგორც გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“ წერს, მის ბიოლოგიურ დედას, არც ერთ მტერზე ნაკლები, ზვიადზე და მათ ოჯახზე ნაკლები არ დაუშავებია:

სურვილი არ მქონდა მანანა არჩვაძეზე რამე მეთქვა, არანაირი საერთო მე მასთან არ მაქვს და ეს, იურიდიულ სახესაც მიიღებს მალე – გიორგი გამსახურდია

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას.

რასაც, დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს. ამ ჯერზე, ჩემი დაუძლურებული ძმის წინააღმდეგ. ყოველდღიურად არ წყდება მისი აბსურდული სარჩელები, რომელიც ანელებს ცოტნეს რეაბილიტაციას“. – წერს გიორგი გამსახურდია.

გიორგი გამსახურდია: „ამ ადამიანმა 3 მილიარდზე მეტი უანგაროდ დაახარჯა ქვეყანას.. თუ ვინმე სანქციების ქვეშ უნდა მოყვეს, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც რუსული პასპორტები უბის ჯიბეში აქვთ გადაკეცილი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g