LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „5 რჩევა იმუნიტეტის ასამაღლებლად“

689
gogoberidze

რა მნიშვნელობა აქვს იმუნურ სისტემას ადამიანის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტიაქტუალურ თემაზეფეისბუქ ლაივისმეშვეობით ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.

იმუნური სისტემა ორგანიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და როცა ის კარგად არ მუშაობს, ადამიანს უამრავი პრობლემა ექმნება. სიმსივნეების განვითარების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ იმუნური სისტემის დაქვეითებაა. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ იმუნური სისტემის გაძლიერება აფთიაქში რამდენიმე ვიტამინის ან მედიკამენტის ყიდვით შეიძლება, თუმცა რეალურად სპეციალურად იმუნური სისტემის გასაძლიერებელი პრეპარატი ფაქტობრივად არ არსებობს. თუმცა მე შემიძლია მოგცეთ 5 მარტივი რჩევა იმისათვის, რომ თქვენი იმუნური სისტემა გაძლიერდეს.

1. სწორი კვება– მსხვილი ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა იმუნური სისტემისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნაწლავური ფლორის გასაჯანსაღებლად ძალიან კარგი საშუალებაა იოგურტი და სხვა რძის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ პრობიოტიკებს. პრობიოტიკები ადამიანის ორგანიზმის „მეგობარი“ ბაქტერიებია, რომელთა არსებობაც ორგანიზმში აუცილებელია. გარდა პრობიოტიკებისა, ბუნებრივია აუცილებელია ვიტამინები. ავიღოთ ვიტამინი B6 – იგი დიდი რაოდენობითაა ქათამში, ორაგულში, თინუსში, ბანანში, მწვანე ბოსტნეულში. მისი საშუალებით ლიმფოციტებში მიტოქონდრიები კარგად მუშაობს, შედეგად გვაქვს ენერგია. C ვიტამინი ანტიოქსიდანტია, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებთან ბრძოლაში.იგი დიდი რაოდენობითაა ისპანახში, პომიდორში და ციტრუსებში. C ვიტამინის მსგავსად, E ვიტამინიც ანტიოქსიდანტია. იგი დიდი ოდენობითაა ნუშში, მიწის თხილის კარაქში და მზესუმზირაში. E ვიტამინი ანთების ადვილად რეგულირებაში გვეხმარება. სჯობს ვიტამინები მივიღოთ საკვებიდან, ვიდრე ტაბლეტებიდან. ხილის წვენი ნაკლებად გამოიყენეთ, ამას თვითონ ხილის მიღება სჯობს, რადგან წვენი ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტისაკენ მიდრეკილს გვხდის.

2. ვარჯიში -ფიზიკური აქტივობა კუნთებს მუდმივად ავარჯიშებს, შედეგად მუდმივად მოძრაობს ლიმფა, სითხე, რომელშიც შედის ლიმფოციტები.ლიმფის მუდმივი მოძრაობა პათოგენებს გადაადგილებას ისეთ ადგილებში, სადაც მათ იმუნური სისტემა და ლიმფოციტები ებრძვიან. დღეში ნახევარი საათი აქტიური ფიზიკური მოძრაობა რეგულარულად სრულიად საკმარისია.

 3 ჰიდრატაცია – საკმარისი სითხეების მიღება აუცილებელია, დღეში 2-2,5 ლიტრი სითხე უნდა მივიღოთ. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ლიმფა 96% სითხეს შეიცავს. მას სჭირდება სითხის მიღება იმისათვის, რომ კარგად იმოძრაოს. სითხე უნდა იყოს უშაქრო. გარდა ლიმფისა, სითხეები ლორწოვან გარსებს სჭირდება, რომლებიც ებრძვიან შესაბამის არეალში შეჭრილ ბაქტერიებს. გამომშრალი გარსები თავის მოვალეობას ვერ ასრულებს და ინფექციებისგან ვეღარ გვიცავს.

4.ძილი – ძილი აუცილებელია. ის უნდა იყოს ხარისხიანი და ზრდასრული ადამიანისათვის მინიმუმ 7 საათის ხანგრძლივობის, მოზარდებში 8-9 საათიც. ოთახში უნდა იყოს სიბნელე, არ უნდა იყოს ჩართული ტელევიზორი, კომპიუტერი ან რაიმე სხვა. ოთახში უნდა იყოს ნორმალური ტემპერატურა, სიგრილე და კარგი ვენტილაცია. ბუნებრივია, უნდა იყოს სიჩუმე, რათა ადამიანმა ხარისხიანად დაძინება შეძლოს.

5.სტრესის შემცირება – სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის სიჭარბე ორგანიზმში არაერთ ცვლილებას იწვევს. კორტიზოლი დექსამეტაზონის ანალოგია, ის იმუნურ სისტემას თრგუნავს და და ლიმფოციტების კვდომას იწვევს. ამიტომ ეცადეთ შეიმციროთ სტრესი, გაერთოთ, ისეირნოთ მეგობრებთან ერთად, დაკავდეთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობით.

დამატებითი რჩევის სახით შემიძლია გირჩიოთ დანამატებზე უარის თქმა. თუ ლაბორატორიული კვლევებით არ დაგიდგინდათ, რომ D ვიტამინი, თუთია ან სხვა რაიმე ნივთიერება გაკლიათ, მათი ტაბლეტების სახით მიღება საჭირო არ არის. როგორც აღვნიშნე, ვიტამინების მიღება საკვებიდან სჯობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g