LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე: „ყველა თქვენგანის ეს მხარდაჭერა ვნახე, ვიგრძენი და იმ იმედით მივიღე, რომ თუ ოდესმე რამე გავხდები, სიკეთითვე დაგიბრუნოთ…“

6648
giorgigogoberidze45555

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც ძალიან პოპულარულია თავისი სამედიცინო რჩევებით, რომლებსაც ინტერნეტისა და ტელევიზიის საშუალებით მაყურებელსა და მკითხველს უზიარებს, „პრაიმშოუზე“ ძალიან განაწყენებულია. მისი აზრით, ის გადაცემაში „გასაშავებლად“ მიიწვიეს. მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული გადაცემიდან ამონარიდი გავრცელდა, გიორგიმ დიდი მხარდაჭერა, მათ შორის კოლეგებისგან, რის გამოც ახლახან სამადლობელო წერილიც გამოაქვეყნა:

„არ ვიცი… მართლა არ ველოდი… ანუ არ მეგონა, თუ ხალხი ასე დამიდგებოდა გვერდით… თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა…

ძალიან მეუხერხულა, რომ თქვენი ყურადღება მივიქციე… მართლა ძალიან დიდი ბოდიში და ყველას განსაკუთრებული მადლობა…

ყველას, ყველას უკლებრივ… ყველა თქვენგანის ეს მხარდაჭერა ვნახე, ვიგრძენი და იმ იმედით მივიღე, რომ თუ ოდესმე რამე გავხდები, სიკეთითვე დაგიბრუნოთ…

პ.ს. მე მჯერა, რომ არც მათ სურდათ ჩემთვის ცუდი და არც მე – მათთვის“.

გიორგი ღოღობერიძე „პრაიმშოუზე“ განაწყენებულია: „მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა…“

„თინა თოფურიასთვის საჯარო ტრიბუნის დათმობა და მისი დამაზიანებელი აზრების გავრეცელებაში მონაწილეობა ნორმალურია და ღოღობერიძემ, რადგან რეზიდენტია, ასპირინზე და D-ვიტამინზე არ უნდა ისაუბროს?“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g