LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: დვალიშვილს დედა ეუბნება: „მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა ახლა შენ“- ამიტომაც ვერ მოგვერევიან

367
გიორგი კეკელიძე

მერაბ დვალიშვილის ბრძოლას, რა დროსაც, ის პიოტრ იანთან დამარცხდა, სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე ეხმაურება.

კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

„ხომ ამბობენ ხოლმე და ამბობენ ხშირად: ,,აი, ამიტომ ვერ მოგვერევიან” და რაღაც ბუმბერაზ საქმეს მოაყოლებენ.

მე კიდევ სულ სხვა რამ მგონია მოურეველი – წეღან ვნახე, მერაბ დვალიშვილი ურეკავს დედას და დედა ეუბნება: ,,მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა ახლა შენ”.

ერთ იმერელი ქალიდან რომ უცებ კლდიაშვილი, ჭეიშვილი და გაბრიაძე ლაპარაკობენ, ამიტომაც ვერ მოგვერევიან.

ეს არის საქართველო. ზოგჯერ და შეიძლება ბევრჯერ –  მარცხიანი. მაგრამ უცნაურად გაუტეხელი,“ – წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g