LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამყარო არასდროს ცნობდა სამართლიანობის ძალას, ძალის სამართლიანობას კი – ყოველთვის“ – გიორგი კეკელიძე

148
ლელა წურწუმია (2)

მწერალმა გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გიგა ავალიანის დედასთან გადაღებული ფოტო გააზიარა და ვრცელი ემოციური ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც უსამართლობაზე საუბრობს.

მწერალი განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას გიგა ავალიანის დედაზე, რომელიც, მისი თქმით, ჩვეულებრივ პირობებში შვილებთან ერთად უნდა ცხოვრობდეს და საზოგადოება მას, როგორც პედაგოგს, ისე უნდა იცნობდეს.

„სამყარო არასდროს ცნობდა სამართლიანობის ძალას, ძალის სამართლიანობას კი – ყოველთვის.

ეგ ურმით სიარული კიდევ, თავის დამშვიდება უფრო მგონია და იყოს ეგეც, თუ რამეში გამოადგება უბედურ ადამიანს.

მაგრამ სამართალი რომ იყოს, ამ ქალს შვილები სახლში უნდა ეგულებოდეს და როგორც მასწავლებელს, ისე უნდა ვიცნობდეთ.

არ არის სამართალი.

ალბათ ყოველდღიურ დეტალებს ჩამორჩენილი კაცი ვარ და ქალბატონი ეკა მე ქართული ლიტერატურის პედაგოგი უფრო მეგონა. არაო – აუცილებელი იმერული სუფრისას მითხრა, ბიბლიოთეკის გახსნას რომ მოაყოლეს მასპინძლებმა.

აზრის ასეთი მოკრება, დაწყობა და გადმოცემა, წიგნით და ფიქრით ბევრი წლის ვარჯიშს შეუძლია. რამდენია კიდევ ასეთი ქალი ანაც კაცი ქართულ სოფლებსა და ქალაქებში? ბევრი შეიძლება არ, მაგრამ საკმარისი, რომ ამხელა ტრაგედიის მიღმა ვხედავდეთ.

მაგრამ ვხედავთ? არა. და არც ხვალ დავინახავთ.

ამიტომაც, ჩვენც უსამართლოები ვართ, სხვათა უსამართლობაზე მოწუხარნი“, – წერს გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძე: „სოფელ ძევრის სკოლაში გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო გავხსენით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g