LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: „როცა წამოვედი, ვფიქრობდი რომ არ არის ამაზე უფრო დიდი და მაღალი სკამი, ვიდრე ადგილი სადაც ეს კაცი ზის – ცივი ფილა ქუჩაში. დანარჩენი სკამი, რომელსაც ებღაუჭებიან, როცა ებღაუჭებიან – ეკლიანი ხდება. რაც ეკლიანი ხდება – ხდება სისხლიანი“

114
გიორგი კეკელიძე

მწერალი და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს უზიარებს.

კეკელიძე ამ ამბის აღწერისას შესაბამის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„დღეს მე და ამ კაცმა ვილაპარაკეთ. სურათსაც მისი ნებართვით ვდებ, ცხადია. ამ კაცმა მითხრა, რომ მაძღარი და მდიდარი მაშინაა, როცა მის ძაღლს არ ცივა და არ შია. ძაღლს კიდევ ლეკვობიდან ზრდის.

როცა წამოვედი, ვფიქრობდი რომ არ არის ამაზე უფრო დიდი და მაღალი სკამი, ვიდრე ადგილი სადაც ეს კაცი ზის – ცივი ფილა ქუჩაში. დანარჩენი სკამი, რომელსაც ებღაუჭებიან, როცა ებღაუჭებიან – ეკლიანი ხდება. რაც ეკლიანი ხდება – ხდება სისხლიანი.

ამ კაცს და ამ ძაღლს გაუმარჯოთ.“ – წერს გიორგი კეკელიძე.

დღეს მე და ამ კაცმა ვილაპარაკეთ. სურათსაც მისი ნებართვით ვდებ, ცხადია. ამ კაცმა მითხრა, რომ მაძღარი და მდიდარი მაშინაა,…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on Monday 9 December 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g