LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე „რუსთავი 2“-დან „იმედმა“ გადაიბირა?

215

„რუსთავი 2“-ის მუსიკალური და ყველაზე მასშტაბური პროექტების ავტორები და პროდიუსერები, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ტელეკომპანიაში ყველაზე რეიტინგულ პროექტებზე მუშაობენ, შესაძლოა, მალე ამ არხის გუნდის წევრები აღარ იყვნენ.

პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „იმედის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, გიორგი და დემნა „იმედზე“ გადავლენ სამუშაოდ საკუთარი გუნდის წევრებთან ერთად.

„ფორტუნამ“ სცადა ამ ამბის მთავარ გმირებთან დაკავშირება, თუმცა სამწუხაროდ, ზარებს არ პასუხობენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა რა შედეგით დასრულდება, ჯერ არ არის ცნობილი.

თუკი „იმედმა“ მართლაც გადაიბირა ეს ორი სახე, „რუსთავი 2“-ისთვის ეს დიდი დარტყმა იქნება, რადგან „ნიჭიერი“ და „იქს ფაქტორი“, ორი პროექტი, რომლებზეც ბოლო პერიოდია, გიორგი და დემნა მუშაობდნენ, ქართულ ტელესივრცეში ყველაზე დიდ რეიტინგს წერდა და წერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g