LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი 27-29 ივნისს შვეიცარიას ეწვევა

87

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27-29 ივნისს შვეიცარიას ეწვევა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა შვეიცარიის მთის განვითარების სამინისტროსთან შედგება.

“ეს ვიზიტი სპეციალურად დაიგეგმა ამ შეხვედრისათვის, სადაც ჩვენ დავიწყებთ მთა-თუშეთის განვითრების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით. ეს იქნება კომპლექსური გეგმა კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.