LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: უახლოეს მომავალში ველით შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას

75

ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეფორების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში აშკარაა დადებითი ტენდენციები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმება, კერძოდ კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

„შეხვდრისას ევროკომისარს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ აქტიური ძალისხმევა დემოკრატიული პრინციპების, სასამართლო დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალურად დაცვის კუთხით, რაც აუცილებელი, ჯანსაღი წინაპირობაა ეკონომიკური განვითარებისთვის“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანია ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელებით მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი ნახოს.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეფორების შედეგად ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში აშკარაა დადებითი ტენდენციები. იზრდება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტი. ქართველი მეწარმეები უფრო მეტად ინტერესდებიან ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობით. დიდია ასევე სხავადასხვა ქვეყნების ბიზნესკომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტირებით, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციით გახსნილმა შესაძლებლობებმა განაპირობეს. დღეს ევროკავშირთან ასოცირების გადამწყვეტ ფაზაში ვართ. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებას, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თუ ტექნიკური თვალსაზრისით,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მზად არის უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის. რაც სარგებელს მოუტანს, არამხოლოდ ქვეყანას, არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობიოს გაზრდას მთლიანად რეგიონში.

პრემიერ-მინისტრმა სესილია მალმსტრომს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მადლიერნი ვართ იმ გასაკუთრებული როლისთვის, რომელიც მალმსტრომმა საშინაო საქმეთა ევროკომისრის რანგში შეასრულა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის დაწყების საქმეში. დღეს ეს პროცესი წარმატებით დაგვირგვინდა და უახლოეს მომავლაში ველით საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შემოღებას. მოხარული ვართ, რომ ევროკომისარი აგრძელებს საქართველოს საკითხზე მუშაობას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეყობის მზინით“ – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები