LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მამარდაშვილი: ორმაგი მოტივაციაა, როცა ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას..დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით

166
მამარდა

ორმაგი მოტივაციაა, როცა ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.

მამარდაშვილი ქართველ გულშემატკივარს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ნაკრები მათ გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევდა.

„ყოველთვის გვაქვს მოტივაცია, როცა ჩვენი დროში ქვეშ ვთამაშობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორმაგი მოტივაციაა, როცა ამხელა ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს, რადგან ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და დაგვიჭირეს მხარი. ახლაც, ჩეხეთთან თამაშში არ გაჩერებულა მთელი სტადიონი, მხარს გვიჭერდნენ, გვამხნევებდნენ და ძალიან უნდოდათ მოგება, როგორც ჩვენ. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ვერ მოვიდოდით“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა “იმედის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები