LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სააკაშვილი: მიშა „ვივამედში“ თავისი ფეხით შევიდა, დღეს გადაადგილების უნარი არ გააჩნია, უკვე 79 კილოგრამამდე არის დასული, 118 კილოგრამი იყო, როცა ჩამოვიდა

170
BeFunky-collage (1)

„როცა კლინიკა „ვივამედში“ მიშა სააკაშვილის გადაყვანა მოდა, თავისი ფეხით შევიდა, დღეს გადაადგილების უნარი არ გააჩნია, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია. ძირითადად წევს, ან ზის, როცა მისი ნახვა მიხდება, რაც ძალიან რთული საყურებელია“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით ათი დღის წინ ნახა, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია.

„ძალიან რთული მოსასმენია, უკვე 79 კილოგრამამდე არის დასული, 118 კილოგრამი იყო, როცა ჩამოვიდა. ამას ხომ აქვს მიზეზები, ეს არ არის ის, რომ მმართველი პარტია ამბობს, ოთხ კედელში არ შეუძლია ყოფნაო, ვერ დავეთანხმები ნამდვილად. ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლოში შუამდგომლობა მოხდეს და მიიღონ გადაწყვეტილება. მე მაინც მჯერა სასამართლოს მხრიდან გონივრული გადაწყვეტილებების, ვინაიდან, საუბარია პირველ რიგში, საქართველოს შვილზე, ამავდროულად საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან ფიგურაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მშენებლობაში“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები