LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაგიძე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის პოზიციას დაიკავებს

121
გიორგი-შაგიძე

გიორგი შაგიძე, 2026 წლის მარტიდან, საქართველოს ბანკის ჯგუფის (Lion Finance Group PLC) მთავარი ფინანსური ოფიცრის, ასევე საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის (CFO) პოზიციას დაიკავებს, მარეგულირებლის მიერ დამტკიცების პირობით.

შედეგად, გიორგი შაგიძე ჯგუფის ფინანსებსა და საერთაშორისო ზრდაზე იქნება პასუხისმგებელი. იგი აღნიშნულ პოზიციაზე სულხან გვალიას შეცვლის.

გიორგი შაგიძე საქართველოს ბანკს მოლდოვის უმსხვილესი ბანკიდან, Maib-დან, უერთდება. იგი აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. მას გამოცდილება ასევე დაგროვებული აქვს თიბისი ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე. მანამდე კი მუშაობდა Barclays PLC-ში გლობალური ოპერაციების მიმართულების აღმასრულებელ დირექტორად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g