ამ აქციას ვუერთდები და რაც მთავარია, ახლა ის ეტაპია, როცა კვლავ მასშტაბური აქციებისკენ უნდა წავიდეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ხალხი მათზე გაცილებით მეტი და ძლიერია.
„დღევანდელ დღეს პირველ სტარტს დავარქმევდი, ყოველდღიური სისტემატური აქციის პარალელურად, უკვე პირველი სტარტია მასშტაბურობისკენ. ყოველი შემდეგი დაანონსებული დიდი აქცია უფრო და უფრო მასშტაბური უნდა იყოს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სისუსტისკენ მიმავალ „ქართულ ოცნებას“, რომელიც მხოლოდ ძალმომრეობითი მექანიზმით ცდილობს ძალის დემონსტრირებას და ძლიერის იმიჯის შექმნას, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები და მეტნი ვართ“, – განაცხადა ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“.