LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „დროა, რეჟიმს, ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება“

147
გიორგი ვაშაძე

„ახლა დროა, რომ ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ რეჟიმს – ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ხვალინდელ აქციას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

15 თებერვალს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, აქციები ახალ ეტაპზე გადავიდეს და პროტესტი ფართომასშტაბიანი გახდეს:

„ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ხვალ 18:00 საათზე საპროტესტო მარში გაიმართება ევროპის მოედნიდან. ჩვენ რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ მარშს. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება.

შევიკრიბებით ძალიან ბევრი ადამიანი და გამოვხატავთ სურვილს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ხვალინდელ აქციას. ახლა დროა, რომ ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ რეჟიმს და დავანახოთ, რომ დეზინფორმაცია ჩვენზე არ მოქმედებს“. – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს მასშტაბური აქცია იგეგმება.

აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g