LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „კითხვა დავსვათ, რაც 4 ოქტომბერს არის, არჩევნებია?! – ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით“

138
გიორგი ვაშაძე

„კითხვა დავსვათ, რაც 4 ოქტომბერს არის, არჩევნებია?! – როცა რაღაცას „არჩევნები“ ჰქვია მას აქვს თავისი წესები – ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება დასაბუთებულად მიიღონ:

პაატა ზაქარეიშვილი: „ბათუმში ოპოზიციის მერობის კანდიდატი მზია ამაღლობელი უნდა იყოს, თბილისში კი სალომე ზურაბიშვილი – ფანტასტიკური კანდიდატია, მას შეუძლია გახდეს მილიონიანი ქალაქის მერი“

„მე არავის არაფერში ვადანაშაულებ. მე ყველას ვთავაზობ, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ, რა თქმა უნდა, დასაბუთებულად, არგუმენტირებულად. ძალიან კონკრეტული საკითხია. კითხვა დავსვათ, ის რაც 4 ოქტომბერს არის, არჩევნებია?! როცა ამდენი ადამიანი ციხეში გვყავს, საკანონმდებლო ბაზა ისე გააუარესეს, დამკვირვებელი არ გვეყოლება, მედია ცენზურის ქვეშ იქნება, „ფეისბუქპოსტებს“ აკონტროლებენ, აბა, რანაირი არჩევნებია ეს?! როცა რაღაცას „არჩევნები“ ჰქვია მას აქვს თავისი წესები. ახლა ჩამოვედი ბრიუსელიდან, სადაც ზუსტად ამაზე გვქონდა საუბარი. ხვალაც შეიძლება რაღაცას დაარქვას არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“. ეს ვერ ჩაითვლება არჩევნებად. ამიტომ ჩვენ მარტო ახალ საპარლამენტო არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს ახალი წესებით, რომელიც მისცემს საქართველოს მოქალაქეებს მეტნაკლებად მაინც, თავისუფლად ნების გამოხატვის საშუალებას. რაც შეეხება „ლელოს“, ყველა პარტიას, მე საბოლოოო ჯამში, მჯერა, რომ ჩვენ ყველა მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას და ერთიან ბრძოლას გავაგრძელებთ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე: „ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება ჰგონია! – ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g