LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე ოსორაულის მოსაძებნად საგარეო უწყებასთან ითანამშრომლებს

65

კონგოში დაკარგული ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის ადგილსამყოფელის გარკვევის საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც ჩაერთვება.

შესაბამისი წინადადებით ვაშაძემ საგარეო უწყებას მიმართა, რაზეც, მისი თქმით, თანხმობა მიიღო.

ვაშაძის განცხადებით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და მის ხელმძღვანელს, ილია კობერიძეს შეხვდა და შეიტყო, რომ საქართველოს საგარეო უწყებას გარკვეული სამუშაოები აქვს ჩატარებნული ოსორაულის მოძიებასთან დაკავშირებით.

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მაისის შუა რიცხვებამდე არსებობდა ინფორმაცია ოსორაულის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, თუმცა არის თუ არა ცოცხალი ქართველი მფრინავი, მაისის შემდეგ სანდო წყაროს ინფორმაცია არ არსებობს.

ვაშაძის თქმით, ქართველ მფრინავთან ერთად დაკარგული იყო, ასევე, უკრაინის მოქალაქე, რომელიც დაიღუპა და მისი ცხედრის დაბრუნება უკრაინამ შეძლო.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობასთან პირდაპირი კონტაქტები აქვს და დღეს საგარეო უწყებას ამ კონტაქტების გამოყენება შესთავაზა.  კერძოდ, მას შეუძლია დაადგინოს, როგორ დაიბრუნა გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი უკრაინამ.

ვაშაძე კიევში უახლოეს დღეებში გაემგზავრება და ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები