„ევროპაში საქართველოს მეგობრებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა, ისინი ნათლად ხედავენ რეჟიმის ძალადობრივ სახეს და მტკიცე ნაბიჯებისთვის მზად არიან – სანქციები მხოლოდ დასაწყისია, მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „საერთაშორისო ზეწოლა და შიდა წინააღმდეგობა გვჭირდება, ეს ორი კი ერთად მუშაობს“.
„სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს. ევროპაში საქართველოს მეგობრებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა, ისინი ნათლად ხედავენ რეჟიმის ძალადობრივ სახეს და მტკიცე ნაბიჯებისთვის მზად არიან.
ზურაბ ჯაფარიძე: „დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი!“
ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და პროტესტის გაგრძელების შესაძლო მისეულ შეხედულებებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რა არის მისი აზრით, მნიშვნელოვანი.
პარტნიორებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ბევრი მეგობარი. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ზეწოლა და შიდა წინააღმდეგობა, ეს ორი ერთად მუშაობს!
ბრიტანული სანქციები გვაჩვენებს, რომ რეჟიმის მოძალადეები ვეღარ დაიმალებიან – კაიმანი, ბერმუდა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები მათი უსაფრთხო თავშესაფარი აღარ იქნება.
ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა, ვინც ხალხზე იძალადა, სრულ იზოლაციაში მოექცეს – ფინანსურად, პოლიტიკურად და სამართლებრივად. საქართველოს მომავალი ვერ იქნება მოძალადე რეჟიმის მძევალი!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.