LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი წერეთელი: რიკოთზე საავტომობილო ნაკადები მომატებულია – დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს

204
fot

ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულზე მომატებულია ყოველთვის ინტენსივობა და ნაკადები,” – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს დილის 7:00 საათიდან რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგა.

მისივე თქმით, დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს.

„დღეს დილის 7:00 საათიდან უკვე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის აღდგა მოძრაობა რიკოთის უღელტეხილზე. ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულზე მომატებულია ყოველთვის ინტენსივობა და ნაკადები. საღამოს 19:00 საათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ რიკოთის მონაკვეთზე, ხოლო 19:00 საათის შემდეგ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები გომი-საჩხერე-ჭიათურაზე იქნება . 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელშიც ჩართულები არიან სამშენებლო კომპანია, საზედამხედველო კომპანია და ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

რა ხდება რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე – საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g