LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს რომ ცოცხალი ვარ, გიორგის დამსახურებაა, დიდი ალბათობით, სისხლისგან დავიცლებოდი..“ – საგარეჯოში დაჭრილი პირი და მოქალაქე, რომელმაც 3 ადამიანი გადაარჩინა, ტრაგიკული ღამის დეტალებს იხსნებენ

280
Untitled design (1)

20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს ერთ-ერთი დაჭრილი ვალერი მათიაშვილი „რუსთავი 2“-თან იხსენებს. 

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ტრაგიკული ღამის დეტალებზე ჰყვება გიორგი არიშვილიც, მოქალაქე, რომელმაც თავდასხმის დროს სამი დაჭრილის სიცოცხლე გადაარჩინა.

„გაიცანით მეგობრებო!!! ეს ბიჭი ტყვიების წვიმაში მივიდა და სამი დაჭრილი გადაარჩინა სიკვდილს!!! გმირი ხარ, გმირი“ – ვინ არის მოქალაქე, რომელმაც საგარეჯოში დაშავებულები გადაარჩინა

ვალერი მათიაშვილი:

„გიორგის დამსახურებაა, დღეს რომ ცოცხალი ვარ, გიორგის და ღმერთის..ღამე, მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად შევედი, როგორც კი გამოვედი, მანქანაში ჩავჯექი, მეგობრებთან ერთად ვიყავი და უნდა წამოვსულიყავი, უკნიდან ხალხის ხმა გავიგე, დამაინტერესა, რა ხდებოდა, მანქანიდან გადმოვედი, ალბათ, 10-მდე ადამიანი მორბოდა და ყვიროდნენ – დაიმალეთო. გავიქეცი შიგნით, რომ ლიზა უსაფრთხო ადგილას გამეყვანა, ვეღარ მოვასწარი, როგორც კი შევედი, პირველს მე მომხვდა ფეხში – ლიზამაც დაიწყო ყვირილი, თვალი აღარ მაქვსო.

ჩემმა ზოგმა მეგობარმა სცადა, ზემოთ სახურავზე ასვლა და გადასვლა, მაგრამ მე ასეთი ფეხით იქ ვერ ავიდოდი და ლიზასაც ვერ გადავიყვანდით.. სროლა რომ არ ჩერდებოდა, მივხვდი რომ სასწრაფოს მოსვლას აზრი არ ჰქონდა, არავის დაზოგავდა, ყველას ესროდა, ერთადერთი გამოსავალი იყო – გიორგის დავურეკე.

[გიორგი] რომ არ მოსულიყო, ჩვენ გამომწყვდეულები ვიყავით. სპეცრაზმიც რომ მოვიდა, ოპერაცია ჩაატარა და ყველაფერი დასრულდა, დიდი ალბათობით, მე პირადად ისე დავიცლებოდი სისხლისგან, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იქ შეიძლება დაჭრილები ყოფილიყვნენ. კი ისროლა, მაგრამ, რეალურად, რა მოხდა, ვის მოხვდა, არავინ იცოდა“, – იხსენებს ვალერი მათიაშვილი.

გიორგი არიშვილი დეტალურად იხსენებს, როგორ გამოიყვანა დაჭირლები და ასევე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელიც სროლის დროს მოქალაქეს გადაეფარა და სასიკვდილო ჭრილობა მიიღო, მისი მეგობარი იყო:

„ჩემი მეგობრისგან პირველი ზარი 00:37 წუთზე განხორციელდა, 4 წუთში უკვე აქ ვიყავი. ვიფიქრე, გზაა, ვინმე გამვლელი იყო და ეს დაჭრა დანით მოხდა.

მოვედი, გავაჩერე მანქანა, კარები ღია დამხვდა, შიგნით შევედი და დაჭრილებს ვეძებდი. აქ რომ ვერავინ დავინახე, გამოვტრიალდი და გარეთ დავიწყე ყვირილი, სად ხართ-მეთქი. კუთხიდან ერთმა ადამიანმა გამომხედა და დაიყვირა: დაწექი, ისვრიანო, მე არ მიმიქცევია ყურადღება, სად არიან დაჭრილები-მეთქი, ვყვიროდი, მიმითითა, აქეთ მოაყენე მანქანაო.

მანქანა მაქსიმალურად ახლოს მივაყენე, მოვახერხე მათი ჩასხმა და ადგილი დავტოვე. გოგოები მიყვიროდნენ, ამ მხარეს არ გამომევლო, გვესვრისო, მაგრამ ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი, ვინ ისროდა, ბოლომდე მეგონა, რომ დანით იყვნენ დაჭრილები.

სრული სიწყნარე იყო იმ მომენტამდე, სანამ დაჭრილები მანქანაში ჩავსხი და დავიძარი, შემდეგ ატყდა სროლა ჩვენი მიმართულებითაც, მადლობა უფალს გავასწარით.

დაჭრილებს ყველას კარგად ვიცნობდი, ერთი მეგობარი, მეორე თანამშრომელი, მესამე თანამშრომლის დედა, რომელიც შემთხვევით იყო მოსული..

გზაში მიმავალს მაინტერესებდა, სად იყო ჩემი მეგობარი პოლიციელი, რადგან ვიცოდი, იმ საღამოს სმენაში იყო, უკვე საავადმყოფოს ეზოში ვიყავი შესული და ვერც მიპასუხებდა, აღარ იყო ცხონებული ცოცხალი.. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა“, – ამბობს გიორგი არიშვილი.

შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

20 იანვრის ტრაგედიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ აქ:

„მდგომარეობა უმძიმესია, ჯერჯერობით საიმედოდ არაფრის თქმა შემიძლია“ – ექიმი საგარეჯოში დაჭრილ მამაკაცზე

ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

„ეს არ უნდა გახდეს სამხედრო მოსამსახურეების და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სტიგმატიზაციის საბაბი“ – რას წერს არჩილ მარშანია

გარდაცვლილთა შორის არის ზაქრო მათიაშვილი, სამაგალითო მოხალისე საგარეჯოდან, მადლობა, რომ მუდამ იყავი ჩვენს გვერდით – საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

მეუბნებოდი ხოლმე, არსად არ დადო ჩემი ფოტოებიო, მაგრამ მომიწია, მაა – რას წერს საგარეჯოში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის შვილი

ამბავი იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მთელი დღე გიყვებოდით – რას წერს ჟურნალისტი, რომელიც საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას აშუქებდა

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

შოკისმომგვრელი იყო.. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო – რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g