LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგის გიგასთვის თითი არ დაუდია… 4 მოწმე არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ გიგა ავალიანი წამოჯდა, გული აერია, გადავარდა, „რესკად“ თავი დაარტყა და უზარმაზარი ხმა ჰქონდა“ – მოკლული მასწავლებლის საქმეზე ბრალდებული გიორგი რიკაძის დედა

1104
თინათინ პაპასკირი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანსა და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო. საქმე ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდს ეხება.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.

„ვიცი, რომ რაღაც ერთი წლის წინანდელი ვიდეო უპოვეს ვიღაც ბავშვს ტელეფონში, არა ჩემ შვილს, სადაც რაღაც ჩხუბი ჩანს, ამის მეტი მე ინფორმაცია არ მაქვს…“ – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული, ალექსანდრე გაბაშვილის მამა

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინფორმაციის შემ­დეგ გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ.

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული გიორგი რიკაძის დედა, თინათინ პაპასკირი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ მისი შვილი გიგა ავალიანის ცემაში არ მონაწილეობდა.

„საქმის მასალა გვიან საათებში გადმოგვცეს გუშინ და შესაბამისად 25 ტომია და ვერ გავეცანით, ვერ მოვასწარით ვერც ადვოკატებმა და ვერც ჩვენ თუმცა, რაღაცა ვიდეოები ვნახეთ, სადაც იდენტიფიკაცია არ ხდება ამ ბავშვების. აბსოლუტურად არაფერი არ ჩანს, რომ ამოვიცნო ან ტანსაცმლით ან რამით საერთოდ რომელიმე.

არსებობენ ბავშვები, რომლებიც დაკითხვაზე ჰყავდათ და ამბობენ, რომ დაგვიდეს სხვადასხვა ვიდეოები და უთხრეს ამოიცანით, რომ ესენი არიან. ჩვენ ამოვიცანით რომ ეს ვიდეოები, „ტიკ-ტოკიდან“ იყო ჩამოტვირთული. ვუთხარით კიდეც გამომძიებელს, რომ ეს არის „ტიკ-ტოკიდან“ ჩამოწერილი ვიდეო და ვერ ვცნობთ ვინ არიან ეს ხალხი, ეს ბავშვები ამას ამბობენ.

გიორგი იყო ადგილზე იღებდა, რატომ იღებდა ამ ვიდეოს, მე ახლა არ მიკითხავს და განმარტება არ ვიცი რა იყო გადაღების მიზეზი თუმცა, ამ ვიდეოზე ჩანს ყველაფერი. ჩანს ერთი ხელის დარტყმა, ჩანს როგორ ასულიერებენ და ცდილობენ დახმარებას. მეტი გიგა ავალიანის საქმეს არ დამატებია არაფერი. რომ დაუკვალიფიცირდა ეს მუხლი და გაურთულეს და ვეკითხებით, რა ნაწილში ურთულებთ, პასუხს ვერ გვცემენ. არაფერი არ არსებობს, რაც გამოიწვევდა ამ მუხლის გართულებას.

ვიცი რომ ალექსანდრე გიგასთან სალაპარაკოდ მიდიოდა და ჩემი შვილი მას უბრალოდ ახლდა. არსებობს მტკიცებულებები, რაც არა ერთხელ გავაჟღერე. მათ შორის ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ გიორგი ეჩხუბებოდა ალექსანდრეს, რატომ დაარტყი ხელიო. ეს ნიშნავს, რომ მან ეს არ იცოდა წინასწარ, ინფორმირებული არ იყო და მომზადებული და დაგეგმილი რა თქმა უნდა არ ყოფილა.

არის ასევე ქუჩის კამერიდან გადაღებული და ჩაწერილი ხმა, სადაც მსგავსი შინაარსის დიალოგია, რომ „კი მაგრამ რატომ დაარტყი“. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მასთან დასარტყმელად, საცემად და მოსაკლავად მითუმეტეს არ წასულა. ამის შესახებ ჩემს შვილს ინფორმაცია არ ჰქონია.

რატომ იღებდა ამის მიზეზი არ ვიცი, გიორგისთვის არ მიკითხავს, თუმცა კიდევ კარგი, რომ ეს ვიდეო არსებობს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ალექსანდრე არაფერს არ ურტყამს გარდა ერთი მუშტისა.

ის, რომ გიორგის თითი არ დაუდია გიგა ავალიანისთვის და ის, რომ მის გადარჩენას ცდილობდნენ, ეს ყველაფერი მშვენივრად ჩანს ამ ვიდეოში.

4 მოწმე არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ სასწრაფო რომ გამოიძახეს და დაუძახეს გიორგიმ და ალექსანდრემ ამ ბიჭებს და მოიყვანეს, ცოტა ხნის შემდეგ ეს ბიჭი, გარდაცვლილი გიგა ავალიანი წამოჯდა, გული აერია, გადავარდა, „რესკად“ თავი დაარტყა და უზარმაზარი ხმა ჰქონდა. გადის თვე ნახევარი და რატომღაც ეს 4 მოწმე ამბობს, რომ გიგა წამოჯდა და ოდნავ მიწვა… ვინ შეაცვლევინა ჩვენება ამ 4 მოწმეს არ ვიცით…“ – განუცხადა თინა პაპასკირმა „რადიო თავისუფლებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g